აზარი: მზად ვარ "ლილიდან" წავიდე

AutoSharing Option
"ლილის" ბელგიელმა ნახევარმცველმა ედენ აზარმა განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მზადაა კლუბი დატოვოს.

გასულ ზაფხულს 20 წლის ფეხბურთელის შეძენას "ლივერპული", "მანჩესტერ იუნაიტედი", "არსენალი", "მანჩესტერ სიტი" და "ინტერი" ცდილობდნენ.

"ვგრძნობ, რომ მზად ვარ ეს ნაბიჯი გადავდგა და რომელიმე სახელოვან კლუბში გადავიდე. "ლილიში" ამ სეზონის ბოლომდე იმიტომ დავრჩი, რომ რაღაცეები უნდა დამემტკიცებინა და თამაშის გარკვეულ ასპექტებზე მემუშავა, თუმცა ახლა მზად ვარ წავიდე", - განაცხადა აზარმა.

ფეხბურთელმა ასევე გამორიცხა მისი პსჟ-ში გადასვლის შესაძლებლობა, რომელიც აზარში 50 მილიონ ევროს იხდიდა. ნახევარმცველის თქმით, მას ამ
ეტაპზე საფრანგეთიდან წასვლა სურს.

მომზადებულია L'Equipe-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული