- "მარსელს" ზედიზედ უკვე სამი მოგებული თამაში დაუგროვდა - თქვენი გუნდი თავს უკეთ გრძნობს?
- ეს ჩვენთვის პირველი წარმატებული კვირა იყო. სამიდან ორი შეხვედრა ლიგა 1-ში მოვიგეთ. "დიჟონმა" თავი საუკეთესო კუთხიდან წარმოაჩინა და ასეთ მეტოქესთან გამარჯვება ფეხბურთელებს საკუთარი ძალების რწმენას შემატებს. კრიზისის დაძლევის საუკეთესო გზა ხომ გამარჯვებებია.
- მატჩის მიმდინარეობისას წაგების არ შეგშინებიათ?
- მატჩის სცენარი
- ალუ დიარა მწყობრშია?
- ბოლო ორ შეხვედრაში მან ნორმალურად ითამაშა. ვიღაცები ამბობენ, რომ გუნდში თურმე ფავორიტები მყავს, ასახელებენ ალუს, ლუჩოს, მაგრამ სიმართლე რომ ითქვას, ჩემი საყვარელი ფეხბურთელები არიან ყველანი ერთად. დიარას ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი გვარდება. კონკურენცია ყველასთვის თანაბრად არსებობს. მჭიდრო სათამაშო გრაფიკის პირობებში კი მე ყოველ ფეხბურთელს განსაკუთრებულად ვუფრთხილდები.
- 4-4-2 სქემა გამოიყენეთ...
- დიახ და ვფიქრობ, სწორადაც მოვიქეცით. ორი თავდამსხმელი შეტევაში მრავალფეროვნების საშუაალებას იძლევა, შეიძლება ეს გარკვეულწილად დაცვაში ბალანსის დარღვევას უწყობდეს ხელს, მაგრამ დიჟონში ხომ ჩვენ შემტევი ფეხბურთის სათამაშოდ წავედით და არა დაცვაში ჩასადგომად.
- მოგწონთ ადრენალინით სავსე მატჩის სცენარი?
- ასე ვიტყოდი, უკეთესი იქნებოდა, 3:0 ყოფილიყო პირველი ტაიმის შემდეგ. ეს ახლა მიხარია, როცა მატჩი დამთავრდა, მაგრამ 2:2-ის შემდეგ სულ სხვა ფიქრები მიტრიალებდა თავში.
- ეს შედეგი "არსენალთან" მატჩამდე უფრო იმედიანად განგაწყობთ?
- ჩემი გუნდი ისედაც კარგ განწყობაზეა, მოთამაშეთა დიდი არჩევანიც მაქვს და ამ ყოველივემ ბოლო პერიოდში კარგი შედეგები მოიტანა, თუმცა სამშაბათს სულ სხვა თამაში იქნება, სულ სხვა ისტორიით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"