კატალონიელებს ის ესპანეთის თასის შეხვედრაში სჭირდებათ მესამედივიზიონელი "ოსპიტალეტოს" წინააღმდეგ. სანაკრებო შეკრებაზე ფეხბურთელების გამგზავრების შემდეგ ხოსეპ გვარდიოლას განკარგულებაში ძირითადი გუნდის განაცხადიდან მხოლოდ 11 ფეხბურთელი დარჩა. უცნობია, შეუერთდება თუ არა აბიდალი ეროვნულ გუნდს 15 ნოემბერს ბელგიასთან შეხვედრისთვის.
ეჭვის ქვეშ დგას ამხანაგურ შეხვედრებში "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველის სამირ ნასრის მონაწილეობაც. "ქუინზ პარკთან" შეხვედრის (2:3 "სიტის" სასარგებლოდ) წინა დღეს 23 წლის ფეხბურთელმა მარჯვენა
სამირი სანაკრებო შეკრებაზე გამოცხადდება და საბოლოო გადაწყვეტილებას ფრანგი ექიმები მიიღებენ. თუმცა მისი თამაშის შანსი ძალიან მცირეა. პრემიერლიგის ბოლო შეხვედრებში მცირე ტრავმები მიიღეს ასევე ნიუკასლელმა იოან კაბაიემ და ჩელსელმა ფლორან მალუდამ, მაგრამ ლორან ბლანს მათი იმედი შეიძლება ჰქონდეს, რადგან მათ სერიოზული არაფერი სჭირთ.
11 ნოემბერს საფრანგეთი ამერიკის ნაკრებს დაუპირისპირდება, რახან ეს ინფორმაცია ფრანგებსაც ეხებათ, მას აქვე მოგაწვდით:
ოკეანისგაღმელებს "სამფეროვნებთან" თავიანთი ლიდერი ლენდონ დონოვანი დააკლდებათ.
"ჩვენ ვგეგმავდით, რომ ლენდონი საფრანგეთთან ითამაშებდა და ამის მერე დაუბრუნდებოდა კლუბს, მაგრამ მან გვთხოვა, რომ ორივე შეხვედრიდან გაგვეთავისუფლებინა. მართალია, მერჩივნა გუნდის ლიდერი საქმეში მენახა, მაგრამ მის სურვილს პატივს ვცემ," - განაცხადა ამერიკელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლინსმანმა. ფრანგებთან სპარინგის შემდეგ 15-ში აშშ სლოვენიას გაეჯიბრება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"