ლისანდრო ლოპესი დაბრუნდა

AutoSharing Option
"ლიონის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლისანდრო ლოპესმა ტრავმა მოიშუშა და ვარჯიში დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ტრავმა აგვისტოს ბოლოს "მონპელიესთან" შეხვედრაში მიიღო. გუშინდელი ვარჯიში მისთვის აგვისტოს შემდეგ პირველი იყო.

"როგორც იქნა ლისანდრო გამოჯანმრთელდა. ის ტკივილებს აღარ განიცდის და საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშობს. იმედი მაქვს, რომ ლოპესი "რენთან" შეხვედრაში ითამაშებს, რომელიც 18 ნოემბერს გაიმართება", - განაცხადა "ლიონის" თავკაცმა რემი გარდმა.

მომზადებულია Lequipe-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული