ლუჩოს გული სხვისთვის უცემს

AutoSharing Option
“მარსელის” 30 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა ლუჩო გონსალესმა კიდევ ერთხელ გაახმოვანა თავისი აგენტის პირით, რომ “ველოდრომიდან” აბარგება უნდა.

ფედერიკო სიმონიანის თქმით, მის კლიენტს ძალების საფრანგეთზე უკეთეს ჩემპიონატში მოსინჯვა სურს. “მე და ლუჩო კლუბის ხელმძღვანელებისგან ტრანსფერზე დაყენებას ვითხოვთ. ვფიქრობ, ეს თავად კლუბშიც უნდა სურდეთ. ლუჩოს ეპატიჟებიან სერია თ-დან, პრიმერადანაც და პრემიერლიგიდანაც. ამ წუთას ჩვენ ორ კონკრეტულ ვარიანტს განვიხილავთ, ესაა “რომა” და “ფიორენტინა”. ვეცდებით, რომ ფეხბურთელის ტრანსფერი “მარსელისგან” გამოვისყიდოთ, თუ ეს არ მოხერხდა, მაშინ იჯარასაც არ გამოვრიცხავთ.

როგორც წესი, “პარი სენ-ჟერმენზე” მასალას ცალკე
გთავაზობთ ხოლმე, მაგრამ ახლა ამ “ტრადიციას” დავარღვევთ. იანვარში პარიზელებს დიდი გეგმები რომ აქვთ, ამაზე არა ერთხელ დაგვიწერია. ერთი საქმეა, ვის ყიდვას აპირებს თავად კლუბი, მეორე ვისადმი ინტერესს მიაწერს მას მასმედია. მას შემდეგ, რაც კლუბი ყატარელმა ინვესტორებმა შეიძინეს, “პარი სენ-ჟერმენი” ძალიან პოპულარული თემა გახდა და შესაბამისად, კლუბის შესახებ ბევრი ჭორიც იწერება.

აი, მორიგი ინფორმაციაც: ესპანური გაზეთების ცნობით, პარიზელებს “სევილიიდან” “ბარსასა” და “იუვენტუსის” 24 წლის ურუგვაელი მარჯვენა მცველის მარტინ კასერესის შეძენა სურთ. ფეხბურთელს ანდალუსიელებთან კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს, მაგრამ პარიზელთა სპორტულ დირექტორ ლეონარდის ეს არ აშინებს. ის მზადაა ესპანურ კლუბს სათანადო კომპენსაცია გადაუხადოს.

მიმდინარე სეზონში მარტინმა “სევილიაში” ჩემპიონატის 10 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ფეხბურთელს ურუგვაის ნაკრებში სულ 33 მატჩი აქვს ჩატარებული. ის წლევანდელ კოპა ამერიკის მომგები ოსკარ ტაბარესის ნაკრების ერთ-ერთი ძირითადი ფეხბურთელი იყო - ტურნირზე 6-დან 5 შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული