ფედერიკო სიმონიანის თქმით, მის კლიენტს ძალების საფრანგეთზე უკეთეს ჩემპიონატში მოსინჯვა სურს. “მე და ლუჩო კლუბის ხელმძღვანელებისგან ტრანსფერზე დაყენებას ვითხოვთ. ვფიქრობ, ეს თავად კლუბშიც უნდა სურდეთ. ლუჩოს ეპატიჟებიან სერია თ-დან, პრიმერადანაც და პრემიერლიგიდანაც. ამ წუთას ჩვენ ორ კონკრეტულ ვარიანტს განვიხილავთ, ესაა “რომა” და “ფიორენტინა”. ვეცდებით, რომ ფეხბურთელის ტრანსფერი “მარსელისგან” გამოვისყიდოთ, თუ ეს არ მოხერხდა, მაშინ იჯარასაც არ გამოვრიცხავთ.
როგორც წესი, “პარი სენ-ჟერმენზე” მასალას ცალკე
აი, მორიგი ინფორმაციაც: ესპანური გაზეთების ცნობით, პარიზელებს “სევილიიდან” “ბარსასა” და “იუვენტუსის” 24 წლის ურუგვაელი მარჯვენა მცველის მარტინ კასერესის შეძენა სურთ. ფეხბურთელს ანდალუსიელებთან კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს, მაგრამ პარიზელთა სპორტულ დირექტორ ლეონარდის ეს არ აშინებს. ის მზადაა ესპანურ კლუბს სათანადო კომპენსაცია გადაუხადოს.
მიმდინარე სეზონში მარტინმა “სევილიაში” ჩემპიონატის 10 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ფეხბურთელს ურუგვაის ნაკრებში სულ 33 მატჩი აქვს ჩატარებული. ის წლევანდელ კოპა ამერიკის მომგები ოსკარ ტაბარესის ნაკრების ერთ-ერთი ძირითადი ფეხბურთელი იყო - ტურნირზე 6-დან 5 შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"