პრესა წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კარლეტოსა და პარიზელთა სპორტულ დირექტორ ლეონარდოს მშვენიერი ურთიერთობა აკავშირებთ, მათ პოზიციების შეთანხემბა ვერ მოახერხეს და იტალიელის უარის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. თავის მხრივ გუუს ჰიდინკის აგენტი კის ვან ნიუვენჰოიზენიც ადასტურებს, რომ მას პარიზელთა წინადადებას რა ხანია მიღებული აქვს.
ესე იგი, ლეონარდო ამჟამინდელ დამრიგებელ ანტუან კომბუარეს არ ენდობა მიუხედავად
პარიზული კლუბი განაგრძობს ახალ-ახალი კანდიდატურების განხილვას შემადგენლობის გასაძლიერებლად. ამჯერად ლეონარდოს მილანის "ინტერიდან" 32 წლის დიეგო მილიტოს შეძენა უნდა. თუ დავაკვირდებით ბრაზილიელის პოლიტიკას, აღმოვაჩენთ, რომ ის ყველანაირად ერიდება ექსპერიმენტებს და "პარი სენ ჟერმენში" მხოლოდ ისეთი ფეხბურთელების შეკრებას ეშურება, რომელთა სათამაშო კლასში ეჭვი წმითაც არ ეპარება.
უმთავრესად ის იტალიურ ბაზარსაა "ჩაფრენილი". ბუნებრივია, ამ ჩემპიონატს ის სხვებზე უკეთ იცნობს. იტალიური წყაროები წერენ, რომ თუკი ფრანგები "ნერაძურის" მსუყე თანხას შესთავაზებენ, მილანურ გრანდს მილიტოსთან გამოთხოვება არ გაუჭირდება. თუკი ასეა, მაშინ ლეონარდო ფეხბურთელის იოლად შეიძენს, რადგან მის კლუბს ფული ნამდვილად აქვს.
პარიზულმა კლუბმა ბევრი ევროპული გრანდის საკადრო პოლიტიკას მობაძა და ადმინისტრაციაში გუნდის ყოფილი ფეხბურთელები დაასაქმა.
ერთ-ერთი ვისაც კლუბმა სამსახური შესთავაზა, პორტუგალიელი პედრო პაულეტაა. ამჟამად ის პსჟ-ის ახალგაზრდულ დეპარტამენტში მუშაობს და პირენეიზე ახალგაზრდა ფეხბურთელების მოძიებაზეა პასუხისმგებელი. აი, რას ამბობს ის: "ყატარელი ინვესტორის გამოჩენა დადებითი მოვლენაა. ყველანი ბედნიერები ვართ, რომ ჩვენთან სულ უფრო და უფრო ძლიერი ფეხბურთელების გადმობირებაზე მიდის ლაპარაკი. კლუბის მფლობელებს აქვთ სახსრები, რათა მართლა დიდი ვარსკვლავები შეიძინოს. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, გუნდის გაძლიერებას კრიშტიანო რონალდოთი დავიწყებდი.
მოხარული ვარ, როცა ჩემს გუნდს ცხრილის პირველ საფეხურზე ვხედავ. დარწმუნებული ვარ, თუკი გუნდი ასეთივე მონდომებით განაგრძობს საქმის კეთებას, მას წინ დიდი წარმატებები ელის".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"