ტულალანის ბილეთი უკან

AutoSharing Option
ვერ ვიტყვით, რომ მალაგელ ჟერემი ტულალანს ამჟამინდელ გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა უჭირსო (მან ლა ლიგის 11 შეხვედრა დაიწყო სასტარტოში), მაგრამ 28 წლის ფრანგს ვერც იმას დავაბრალებთ, რომ ისეთივე საიმედოა, როგორც შარშან "ლიონში" იყო.

ფეხბურთელი უბრალოდ ვერ მოერგო ესპანეთის ჩემპიონატს. შესაბამისად, მისი შანსი, რომ ლორან ბლანის ნდობა ხელახლა დაიმსახუროს და ევროპის ჩემპიონატზე "სამფეროვანთა" 23-კაციან განაცხადში მოხვდეს, პრაქტიკულად მიზერულია. ჟერემიმ ნაკრების შემადგენლობაში ბოლო მატჩი 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მექსიკასთან ჩაატარა.

თავდაპირველად მას დისკვალიფიკაცია ჰქონდა, შემდეგ ტრავმები აწუხებდა, "მალაგაში" ჩატარებული მატჩებით კი ის
ნაკრებში მიწვევას უბრალოდ არ იმსახურებს. მით უფრო, რომ მის პოზიციაზე მყარად მოიკიდა ფეხი "რენის" 21 წლის საყრდენმა იან მვილამ. ფრანგული პრესის ცნობით, ფეხბურთელის უკან დაბრუნება "ლიონს" სურს. პირველ ეტაპზე მისი იჯარით გადაბირების საკითხი განიხილება.

"ოსერის" 23 წლის კონგოელი მცველი დელვინგ ნდინგა ორი თვის განმავლობაში ბარძაყის კუნთის გაწყვეტის გამო ფეხბურთს ჩამოშორებული იყო. ფეხბურთელმა უკვე დაასრულა ინდივიდუალური ვარჯიშის კურსი და მზადა ძირითად ჯგუფში დასაბრუნებლად. დელვინმა კვირას 45 წუთი გაატარა "ოსერისა" და "ივრის" საკონტროლო შეხვედრაში და ტკივილს დატვირთვების შემდეგაც არ შეუწუხებია.

ზაფხულის განმავლობაში "სოშო", "ნიუკასლი" და მოდიბო მაიგა სპორტული პრესის ერთ-ერთი უსაყვარლესი თემა იყო. ფრანგულმა კლუბმა მალელ თავდამსხმელს "კაჭკაჭების" შემადგენლობაში კარიერის გაგრძელების უფლება არ მისცა, რამაც მასა და კლუბის მთავარ მწვრთნელ მეჩა ბაზდარევიჩს შორის ურთიერთობა მეტისმეტად დაძაბა.

ერთი პერიოდი მაიგამ ვარჯიშზეც კი უარი თქვა, რის გამოც კლუბმა ის სოლუდური თანხით დააჯარიმა. შემდეგ მხარეები შერიგდნენ. ორკვირიანი ჯანყის შემდეგ მოდიბო გუნდს დაუბრუნდა. ყველაფრის მიუხედავად "სოშოსა" და "ნიუკასლს" შორის მოლაპარაკებები არ შეწყვეტილა. "ყველაფერი რიგზეა, "სოშოსთან" პრობლემები აღარ მაქვს, - აცხადებს ფეხბურთელი. - რაც შეეხება ტრანსფერს, კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. იმედია, რომ "ნიუკასლში" მაინც გადავალ, იქნება ეს იანვარში თუ სეზონის დასრულების შემდეგ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული