დისკვალიფიკაცია ურჩობისთვის

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენმა" ვეტერან თავდამსხმელს პეგი ლუინდულას ურჩობისთვის განუსაზღვრელი ვადით დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, - გვამცნობს პარიზული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

აი, რა წერია ამ განცხადებაში: "მისმა ქმედებებმა კლუბი აიძულა, რომ მკვეთრ ნაბიჯებზე წასულიყო და მის წინააღმდეგ დისციპლინური ტიპის სანქციებისთვის მიემართა. ლუინდულას უკვე ეცნობა, რომ ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშის უფლება აღარ ექნება.

მის შემდგომ ბედს სპეციალურად მოწვეული კრება გადაწყვეტს". კონკრეტულად რა სახის ქმედებებზეა ლაპარაკი, ამას პსჟ არ იუწყება.

ლუინდულას კონტრაქტს ვადა 201012 წლის ივნისში ეწურება, მაგრამ ფეხბურთელს იქამდე უქმად ჯდომა არ სურს. ის ლეონარდოსგან
"ევიანში" ტრანსფერს ითხოვს. ლიგა 1-ის აუტსაიდერს გამოცდილი ფეხბურთელის გადაბირება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს.

ლეონარდომ უარყო ხმები, თითქოს დევიდ ბექჰემს პსჟ-ში გადასვლის სანაცვლოდ ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას ჰპირდებიან: "თამაში ყველას უნდა, მაგრამ მინდორზე გავა მხოლოდ ის, რომ ვინც კონკრეტული მატჩისთვის უკეთეს ფორმაში იქნება. ეს ფეხბურთში დიდი ხნის დაწერილი წესია და ის ბექჰემსაც სხვებივით ეხება. დევიდი თხემით ტერფამდე პროფესიონალია და კონტრაქტზე ხელის მოწერის სანაცვლოდ ასეთ პირობას არასოდეს წამოგვიყენებდა. და საერთოდ ფეხბურთში რა გარანტიებზეა ლაპარაკი?"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული