მისი სტუმარი კი არის გუნდი, რომელსაც მიმდინარე სეზონში ექვს გასვლით შეხვედრაში სულ რაღაც ერთი ქულა აქვს აღებული.
სტატისტიკას თუ ვერწმუნებით, მატჩის შედეგი წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული. დედაქალაქელებს მოტივაციაც აქვთ, რათა გაორმაგებული ძალით შეუტიონ მეტოქეს - ბოლო ტურში “ბორდომ” მათ 6-მატჩიანი მოგებათა სერია შეაწყვეტინა. ჩემპიონატის ფავორიტებს “შაბან დელმადანაც” 3 ქულა რომ წამოეღოთ, სანაკრებო შეხვედრებით გამოწვეულ პაუზას ისინი უახლოეს მეტოქესთან 5-ქულიანი სხვაობით შეხვდებოდნენ.
ერთადერთი,
ბუნებრივია, ეს ყოველივე გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის ანტუან კომბუარეს პატივმოყვარეობაზე დამთრგუნველად მოქმედებს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ახლადშეკრულ გუნდთან ჯერჯერობით მშვენივრად მუშაობს, მას არ ენდობიან, მეტიც, მის ზურგს უკან სხვა მწვრთნელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამ საკითხზე კომენტარი “ნანსის” მთავარმა მწვრთნელმა, 59 წლის ჟან ფერნანდესმა გააკეთა:
“ანტუანი მშვენიერ შედეგებს აღწევს. მას აქვს მწვრთნელისთვის საჭირო ყველა თვისება, რათა თუნდაც ყველაზე ამბიციურ კლუბში იმუშაოს. საფეხბურთო სამყაროში უამრავ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა. არავისგან კომბუარეზე საწინააღმდეგო მოსაზრება არ მომისმენია. ის კარგი მწვრთნელია, მაგრამ ნამდვილად არ არის ჯადოქარი, რომ ჯოხის ერთი დაქნევით ყველა პრობლემა გადაწყვიტოს. რაც მას სჭირდება, ესაა დრო, ნდობა და მოთმინება. “რეალში” ჟოზე მოურინიოსაც კი დასჭირდა გარკვეული პერიოდი, რათა გუნდი თავის ჭკუაზე მოეყვანა”.
ამის საპასუხოდ ბრაზილიელმა ფუნქციონერმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც პრესაში გავრცელებულ ტყუილსა თუ მართალზე ვრცლად ილაპარაკა:
“მთავარია ის, რომ მწვრთნელი ჩვენთან სეზონის ბოლომდე აუცილებლად დარჩება. ჩვენ გვინდა მოვიგოთ ყველაფერი და საამისოდ ყველანაირი საშუალება გვაქვს. ისე კი ყველაფერი შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს. ხომ ნახეთ, “მარსელმა” სამი თამაში წააგო და მაშინვე მთავარი მწვრთნელის გადადგომაზე დაიწყეს ლაპარაკი. გარწმუნებთ, კარლო ანჩელოტისთვის მთავარი მწვრთნელის პოსტი არასოდეს შეგვითავაზებია. ის დიდი ავტორიტეტის მქონე მწვრთნელია, მაგრამ კომბუარეს რომ ვერ შეცვლის, ჩვენთვის ეს ცხადი იყო და ეს ანტუანმაც იცოდა. ახლა ცხრილში პირველ ადგილზე ვართ და ტიტულის მოპოვებაზე ვფიქრობთ, მაგრამ ამ შედეგს თუ ვერ მივაღწიეთ, ყველაფერი შეიცვლება. ჩვენ ამას არ ვმალავთ”.
თ მ ფ წ ბ ქ
1. პარი სენ-ჟერმენი 13 9 3 1 26-11 30
2. მონპელიე 13 8 3 2 28-16 27
3. ლილი 13 6 6 1 22-13 24
4. ლიონი 13 7 2 4 21-15 23
5. რენი 13 6 4 3 22-16 22
6. ტულუზი 13 6 4 3 13-12 22
7. ლორიანი 13 5 5 3 15-12 20
8. მარსელი 13 4 6 3 17-14 18
9. კანი 13 5 3 5 20-19 18
10. სტ. ეტიენი 13 4 5 4 12-16 17
11. სოშო 13 4 5 4 20-25 17
12. ოსერი 13 3 6 4 19-18 15
13. ევიანი 13 2 7 4 15-18 13
14. ბორდო 13 2 7 4 15-19 13
15. ბრესტი 13 1 9 3 13-14 12
16. ვალანსიენი 13 2 5 6 13-14 11
17. ნიცა 13 2 5 6 12-14 11
18. ნანსი 13 2 5 6 10-16 11
19. დიჟონი 13 3 2 8 13-28 11
20. აიაჩო 13 1 4 8 10-26 7
დღეს:
აიაჩო-კანი 22:00
დიჟონი-ბორდო 22:00
ევიანი-ლორიანი 22:00
ნიცა-სტ. ეტიენი 22:00
მონპელიე-მარსელი 24:00
ხვალ:
ბრესტი-სოშო 20:00
ვალანსიენი-ოსერი 20:00
პარი სენ-ჟერმენი-ნანსი 24:00
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"