მორიგი სამიზნე

AutoSharing Option
“პარი სენ ჟერმენის” ხელმძღვანელობა აგრძელებს პოტენციურ ახალწვეულებზე დაკვირვებას. "ეკიპის” ცნობით, დედაქალაქელთა ყურადღების ცენტრში “მონპელიეს” ცენტრალური ნახევარმცველი იუნეს ბელჰანდა მოექცა.

21 წლის მაროკოელი ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშებაში შესანიშნავად გამოიყურება. მის ანგარიშზე 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. ჟურნალისტების ვარაუდით, “მონპელიე” მასში მინიმუმ 6 მილიონ ევროს მოითხოვს. სულ ახალგაზრდა ფეხბურთელის ანგარიშზე საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში 78 თამაშში გატანილი 7 ბურთია.

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში, მოსკოვის ცსკა-სთან შეხვედრაში “ლილს” უბედურება ეწვია. 22 წლის სენეგალელმა ნახევარმცველმა იდრის განა გუიემ, ვინც ძირითადში იშვიათად ხვდება ხოლმე, მაგრამ
ამჯერად რუდი გარსიამ სასტარტოში ანდო ადგილი, ხელზე ძვალი გაიბზარა. სენეგალელმა მოახერხა მატჩის ჩამთავრება, მაგრამ ტრავმამ მალე სერიოზულად შეაწუხა. ქირურგებმა მას ოპერაცია დაუყოვნებლივ ჩაუტარეს. მკურნალი ექიმის თქმით, ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა.

ითამაშებს თუ არა ფეხბურთელი დღეს “ბრესტის” წინააღმდეგ, უცნობია. ამას ექიმი მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გადაწყვეტს. ექიმებმა გარსიას კარგი ინფორმაცაც მიაწოდეს. ხანგრძლივი ტრავმების შემდეგ ძირითად გუნდთან ვარჯიშის უფლება მიეცათ მარკო ბაშასა და ბენუა პედრეტის. მათ ბედს უკვე მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული