ჯერ არაფერი გაურკვევია

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენს" ყველაზე მეტად დაცვის გაძლიერება და დევიდ ბექჰემის გადაბირება რომ უნდა, ამაზე ბევრჯერ დაგვიწერია.

36 წლის ინგლისელი საბოლოო პასუხს ჯერ არ იძლევა. ამ დღეებში მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

თავისუფალი აგენტი ის დეკემბრის ბოლოს ხდება. დღეს ის "ლოს ანჯელეს გალაქსის" შემადგენლობაში უკანასკნელ მატჩს ჩაატარებს და დამსახურებულ შვებულებაში გავა. "კარიერასთან დაკავშირებით რას გადავწყვეტ, ჯერ არ ვიცი. აქამდე თავისუფალი დრო პრაქტიკულად არც მქონია. ყველაფერს შვებულებაში გასვლის შემდეგ ვიტყვი," - აცხადებს ბექზი.

ინგლისელის გარდა "პარი სენ-ჟერმენს" "მანჩესტერ
სიტიდან" კოლო ტურეს შეძენაც სურს. ივუარელი ცენტრალური მცველი უკმაყოფილოა იმით, რომ რობერტო მანჩინი მას პრაქტიკულად არ ათამაშებს. "ქალაქელების" რიგების დატოვება მას იანვარშივე სურს. მოგეხსენებათ, კოლო ტურემ დოპინგთან დაკავშირებული სკანდალის გამო ნახევარწლიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა, რის გამოც კლუბმა ის თვე-ნახევრის ხელფასით დააჯარიმა. ჟურნალისტების ვარაუდით, კლუბები ფეხბურთელის ტრანსფერზე იოლად მოილაპარაკებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული