ჯორკაეფი შესაძლოა "მონაკოს" სპორტული დირექტორი გახდეს

AutoSharing Option
რუსი ბიზნესმენის დიმიტრი რიბოლოვლევის კაპიტალი შესაძლოა უახლოეს ხანში მონაკოს გუნდში ჩაიდოს. ფრანგული კლუბის რეფორმის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი კი 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონი იური ჯორკაეფის დაბრუნება იქნება, რომელმაც 1990 წლიდან 1995 წლამდე მონაკოში 177 მატჩი ჩაატარა.

ზოგიერთი ცნობის თანახმად, ჯორკაეფი კონტრაქტს ხელს ამ კვირაში მოაწერს. ამის გარდა შესაძლოა გუნდში საფეხბურთო კლუბ "ნიცას" ყოფილი პრეზიდენტი მორის კოენიც მოვიდეს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად "მონაკო" ფრანგული ლიგის მეორე დივიზიონში თამაშობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული