კიდევ ერთხელ ტრანსფერებზე

AutoSharing Option
ამბიციური კლუბების სატრანსფერო მიზნებზე, როგორც წესი, მრავალი გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება ხოლმე. ასეა მარსელის "ოლიმპიკის" შემთხვევაშიც.

გუშინდელ ნომერში ვწერდით, რომ პროვანსელებს ორი ფეხბურთელი ჰყავთ მიზანში ამოღებული ტოტენჰემელი რომან პავლუჩენკო და "ბარსას" დუბლების წევრი ჯონათან სორიანო. გუშინ ფრანგულმა პრესამ ახალი ამბავი გაავრცელა: "ველოდრომზე" შეიძლება "მილანის" 38 წლის თავდამსხმელი ფილიპო ინძაგი ვიხილოთო.

სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ფეხბურთელი სულ ორჯერ გამოჩნდა მინდორზე. მიზეზი ტრავმების გარდა ისიც არის, რომ "როსონერის" წინა ხაზში არანორმალური კონკურენციია - ანტონიო კასანო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რობინიო და პატო. ინძაგი ახალგაზრდა კონკურენტებს
წინააღმდეგობას ვეღარ უწევს. მით უფრო, რომ კლუბი კარლოს ტევესის გადაბირებასაც გეგმავს. ბუნებრივია, ტრიბუნებზე ჯდომა ვარსკვლავს არ აკმაყოფილებს.

სპორტული ვებგვერდები წერენ, რომ ფილიპო "სან სიროს" იანვარშივე დატოვებსო. "როსონერი" თავდამსხმელს ალბათ თავისუფალი აგენტის სტატუსს უბოძებს, რაც მის ტრანსფერს ბევრად გააადვილებს.

ორიოდე დღის წინ კლუბის სპორტული დირექტორი ჟოზე ანიგო კამერუნში გაემგზავრა, სადაც კლუბის სკაუტების მიერ რეკომენდებულ ფეხბურთელებს დააკვირდება. Coal.com-ის ინფორმაციით, მუსიო ჟოზე პირველ რიგში კამერუნის ჩემპიონ "კოტონ სპორტსის" მატჩებზე დასწრებას აპირებს. კონკრეტულად რომელი ფეხბურთელი აინტერესებს ფრანგ ფუნქციონერს, წყარო არაფერს წერს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული