გუშინდელ ნომერში ვწერდით, რომ პროვანსელებს ორი ფეხბურთელი ჰყავთ მიზანში ამოღებული ტოტენჰემელი რომან პავლუჩენკო და "ბარსას" დუბლების წევრი ჯონათან სორიანო. გუშინ ფრანგულმა პრესამ ახალი ამბავი გაავრცელა: "ველოდრომზე" შეიძლება "მილანის" 38 წლის თავდამსხმელი ფილიპო ინძაგი ვიხილოთო.
სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ფეხბურთელი სულ ორჯერ გამოჩნდა მინდორზე. მიზეზი ტრავმების გარდა ისიც არის, რომ "როსონერის" წინა ხაზში არანორმალური კონკურენციია - ანტონიო კასანო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რობინიო და პატო. ინძაგი ახალგაზრდა კონკურენტებს
სპორტული ვებგვერდები წერენ, რომ ფილიპო "სან სიროს" იანვარშივე დატოვებსო. "როსონერი" თავდამსხმელს ალბათ თავისუფალი აგენტის სტატუსს უბოძებს, რაც მის ტრანსფერს ბევრად გააადვილებს.
ორიოდე დღის წინ კლუბის სპორტული დირექტორი ჟოზე ანიგო კამერუნში გაემგზავრა, სადაც კლუბის სკაუტების მიერ რეკომენდებულ ფეხბურთელებს დააკვირდება. Coal.com-ის ინფორმაციით, მუსიო ჟოზე პირველ რიგში კამერუნის ჩემპიონ "კოტონ სპორტსის" მატჩებზე დასწრებას აპირებს. კონკრეტულად რომელი ფეხბურთელი აინტერესებს ფრანგ ფუნქციონერს, წყარო არაფერს წერს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"