ექსჩემპიონთა ჭიდილი

AutoSharing Option
“მარსელისა” და “ბორდოს” დაპირისპირება, კლუბების უდიდეს ტრადიციებს თავი რომ დავანებოთ, საინტერესო იმითიცაა, რომ ერთმანეთს საფრანგეთის 2009 და 2010 წლის ჩემპიონები ხვდებიან.

გუნდები, რომლებსაც დალხენილი დღევანდელი დღე ნამდვილად არ უდგათ ან... არ არ ედგათ. გააჩნია, ვინ რა ფორმულირებას დაეთანხმება. ბოლო პერიოდში ხომ ფრანგული ფეხბურთის ფლაგმანი გუნდები ცოტ-ცოტას ფერზე მოდიან და სუნთქვაც ძველებურად აღარ უჭირთ. ხორცი შეესხა და ფერზე მოვიდაო, უფრო დღევანდელ მასპინძელზე ითქმის, რომელმაც ბოლო შეხვედრაში “დორტმუნდს” გერმანიაში “გერმანელებისთვის დაწერილი სცენარით” აუგო ანდერძი. აგებდა რა 2:0-ს, მატჩის ბოლო წუთებზე მესამე გოლი
გაუტანა და პლეი ოფის საგზური ხელიდან გამოღლიტა.

მშვენივრად მისდით საქმეები დეშამის ბიჭებს ლიგა 1-შიც, სადაც 30 შესაძლებლიდან მათ 21 აქვთ მოპოვებული. განსხვავება პირველადგილოსან “მონპელიესთან” მაინც ძალიან ბევრია - 12 ქულა. 7-ით ჩამორჩება “მარსელი” ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ მესამე ადგილს. 7, გნებავთ 12 ქულა არ არის ის სხვაობა, რომ გუნდმა ჩემპიონატის დასრულებამდე 22 ტურით ადრე იმედები გადაიწუროს, მაგრამ არც ის არის, რისი იმედიც დეშამს სეზონის დაწყებამდე ჰქონდა.

“ჩემპიონატში მეტოქეებთან ჩამორჩენის აღმოფხვრა რომ გვიწევს, ეს მხოლოდ ჩვენს თავს შეიძლება დავაბრალოთ. რისი პოტენციალიც გვაქვს, ჩვენ ეს “დორტმუნდთან” დავამტკიცეთ. ისე ვითამაშეთ, რომ ჩვენი სახელები კლუბის ისტორიაში ჩავწერეთ. მომეწონა ის ენერგია, რაც გერმანელებთან შეხვედრაში ჩავაქსოვეთ. აღტაცებული დავრჩი თამაშის ხარისხით. მიხარია, რომ ზედიზედ მეორედ მოვახერხეთ ლიგის პლეი ოფში გასვლა. ეს დიდებული მიღწევაა, მით უფრო, რომ ძალიან ახლოს ვიყავით მწარე მარცხთან,” - განუცხადა დეშამმა “ფრანს ფუტბოლს”.

პროვანსელებს სტატისტიკაც აგულიანებთ: ჟირონდელებმა “ველოდრომზე” 48 სტუმრობიდან სულ 5-ჯერ შეძლეს მოგება.

დღეს:
ნანსი-აიაჩო 22:00
რენი-ბრესტი 22:00
სტ. ეტინი-კანი 22:00
სოშო-პარი სენ-ჟერმენი 22:00
ტულუზი-ევიანი 22:00
ვალანსიენი-მონპელიე 22:00
მარსელი-ბორდო 24:00

ხვალ:
ოსერი-ნიცა 20:00
ლილი-დოჟონი 20:00
ლორიანი-ლიონი 24:00

თ მ ფ წ ბ ქ
1. მონპელიე 16 11 3 2 36-17 36
2. პარი სენ-ჟერმენი 16 10 3 3 29-17 33
3. ლილი 16 8 7 1 27-15 31
4. ლიონი 16 9 2 5 28-19 29
5. რენი 16 8 4 4 27-21 28
6. ტულუზი 16 7 5 4 17-15 26
7. მარსელი 16 6 6 4 22-16 24
8. სტ. ეტიენი 16 6 6 4 19-19 24
9. ლორიანი 16 6 5 5 17-18 23
10. კანი 16 5 4 7 23-25 19
11. ევიანი 16 4 7 5 21-23 19
12. ბორდო 16 4 7 5 19-21 19
13. სოშო 16 4 6 6 21-30 18
14. დიჟონი 16 5 3 8 17-29 18
15. ბრესტი 16 2 10 4 17-18 16
16. ოსერი 16 3 6 7 22-26 15
17. ვალანსიენი 16 3 5 8 16-19 14
18. ნიცა 16 3 5 8 14-17 14
19. ნანსი 16 3 5 8 12-20 14
20. აიაჩო 16 1 5 10 15-34 8

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული