“ის ჩვენთან არ ითამაშებს. ვცადეთ მასთან მოლაპარაკება, მაგრამ მალევე შევწყვიტეთ. მის კანდიდატურას აღარ განვიხილავთ,” - თქვა დეშამმა.
როგორც ჩანს, სამხრეთამერიკელმა დიდი ანაზღაურება მოითხოვა. ფეხბურთელს “ქალბატონთან” კონტრაქტი 2012 წლის ივლისში ეწურება და რაკი მსურველებს მისი ტრანსფერი ძვირი
სამაგიეროდ “მარსელს” იტალიაში მოთამაშე მეორე ფეხბურთელი აინტერესებს. ლაპარაკია “ლაციოს” ალბანელ საყრდენ ნახევარმცველ ლორიკ კანაზე. ის 7 წლის განმავლობაში თამაშობდა საფრანგეთში, ჯერ “პარი სენ-ჟერმენში”, შემდეგ “მარსელში”, საიდანაც ჯერ “გალათასარაიში” გადავიდა, ბოლოს კი “ბიანკოჩელესტიში” აღმოჩნდა. თუმცა ის რომაული კლუბის ძირითადში ვერ ხვდება. მის ანგარიშზე სერია A-ში სულ 5 მატჩია. 28 წლის ალბანელს “ლაციო” 7,5 მილიონად აფასებს.
“მარსელის” პრეზიდენტის ვენსან ლაბრუინის განცხადებით, კლუბი არ აპირებს მატიე ვალბუენას გაყიდვას. ფეხბურთელს ესპანეთიდან და იტალიიდან სარფიანი წინადადებები აქვს. ის არც თავადაა წინააღმდეგი “ველოდრომის” დატოვების.
“გუშინ მთელი საათი ველაპარაკე მის აგენტს და გასაგებად ავუხსენი, რომ ჩვენ მისი შენარჩუნება გვწადია. დიახ, არცთუ ისე დიდი ხნის წინ იყო მომენტი, როცა კლუბს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და მის გაყიდვას დავთანხმდებოდით, მაგრამ ამწუთას მატიეს გასხვისების ვარიანტს არცკი განვიხილავთ. კლუბისთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტი სპორტული წარმატებებია. ვალბუენა ემოციური ადამიანია. მესმის მისი იმედგაცრუებების, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ამ დღეებში ყველა გაუგებრობას წერტილს დავუსვამთ,” - თქვა ლაბრუინმა.
დაბოლოს, “მარსელის” “სუსტ წერტილზეც” მოგახსენებთ. 26 წლის თავდამსხმელ პიერ-ანდრე ჟინიაკში კლუბმა 2010 წელს “ტულუზს” 16 მილიონი ევრო გადაუხადა, მაგრამ შედეგი ვერ მიიღო. ჩვენი ფრანგი კოლეგები წერენ, რაც დროს გადის, მით უფრო აშკარაა, რომ “ოლიმპიკმა” ამხელა ფული ქარს გაატანაო.
ჟინიაკმა შარშან ტრავმა რამდენჯერმე მიიღო, თუმცა ჯანმრთელი როცა იყო, ვერც მაშინ თამაშობდა ისე, როგორც მისგან ელოდნენ. თავდამსხმელი ახლაც ტრავმირებულია. პიერ-ანდრეს ამ დღეებში მარცხენა ბარძაყის კუნთზე ოპერაცია გაუკეთეს. თავდაპირველად დაიწერა, ფორმაში შესასვლელად 4-დან 6 კვირამდე დასჭირდებაო, მაგრამ ქირურგები ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციის ხანგრძლივობაზე უკვე ვეღარაფერს ამბობენ. დაზიანება იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"