ბენზემა საფრანგეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფორვარდი, ქარიმ ბენზემა, ავტორიტეტული ჟურნალის, France Football-ის ვერსიით, საფრანგეთის 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

23 წლის ფეხბურთელმა "სამეფო კლუბის" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება შეძლო და გუნდის ერთერთ ლიდერადაც ჩამოყალიბდა. საფრანგეთის ნაკრებში გატანილი სამი გოლით კი ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრაში დაეხმარა.

წლის საუკეთესო მწვრთნელი "ლილის" თავკაცი, რუდი გარსია გახდა, რომელმაც თავის გუნდს ეროვნული ჩემპიონატი მოაგებინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული