23 წლის ფეხბურთელმა "სამეფო კლუბის" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება შეძლო და გუნდის ერთერთ ლიდერადაც ჩამოყალიბდა. საფრანგეთის ნაკრებში გატანილი სამი გოლით კი ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრაში დაეხმარა.
წლის საუკეთესო მწვრთნელი "ლილის" თავკაცი, რუდი გარსია გახდა, რომელმაც თავის გუნდს ეროვნული ჩემპიონატი მოაგებინა.