რაიკარდი "პსჟ"-ში?

AutoSharing Option
პარიზული გუნდის პსჟ-ის მთავარი მწვრთნელის სავარაუდო კანდიდატურაზე მითქმა-მოთქმა გრძელდება. ეჭვი არავის ეპარება, რომ გუნდის ამჟამინდელი თავკაცი ანტუან კომბუარე უახლოეს ხანში თავის ადგილს დატოვებს.

კანდიდატურა ბევრია, ამასთან, თითქმის ყოველდღე რომელიმე გამოცემა ამა თუ იმ ცნობილ სპეციალისტთან პარიზელთა ხელმძღვანელობის შეთანხმების შესახებ წერს.

საუბარი იყო რაფაელ ბენიტესზე, კარლო ანჩელოტისა და კლოდ მაკელელეზეც კი, დღეს კი ფრანკ რაიკარდის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

იუწყებიან, რომ "პსჟ"-ს წარმომადგენლები ჰოლანდიელს უკვე შეხვდნენ, რათა თანამშრომლობ
ის საკითხი განეხილათ.

49 წლის რაიაკარდი ჰოლანდიის ნაკრებში, როტერდამის "სპარტაში", "ბარსელონასა" და "გალათასარაიში" მუშაობდა. ახლა ის საუდის არაბეთის ნაკრების თავკაცია.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული