"ოსერი" სისეს იჯარით შეძენას აპირებს

AutoSharing Option
"ლაციოს" თავდამსხმელი, ჯიბრილ სისე, რომელიც "ბიანკოჩელესტის" ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, ზამთარში ალბათ, კლუბს შეიცვლის.

"ოსერის" ხელმძღვანელობა ფეხბურთელის იჯარით აყვანას აპირებს, რათა მას ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის წინ სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს.

30 წლის ფორვარდმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში სულ 1 გოლი გაიტანა და ძირითადად მოედანზე შეცვლებზე გადის. შეგახსენებთ, რომ სისე "ოსერში" 1998-დან 2004 წლამდე გამოდიოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული