XIX ტურს "პარი სენ-ჟერმენისა" და საფრანგეთის მრავალგზის ჩემპიონის "სენტ ეტიენის" თამაში დაასრულებს. მატჩამდე "პარიზიენის" ჟურნალისტი სტეფან რუფიეს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა.
"მწვანეების" მეკარე იმედიანად არის განწყობილი. მეტიც, მას მტკიცედ სჯერა, რომ მისი გუნდი აუცილებლად მოიპოვებს 3 ქულას. ასეთი განწყობა კარგია, მაგრამ მაინც არ ღირს იმის
სტატისტიკოსებმა გაიხსენეს, რომ ბოლო წლებში "სენტ ეტიენმა" შინ დედაქალაქელებთან ერთადერთხელ წააგო (0:1), ეს 2007/08 წლების სეზონში... მე-19 ტურში მოხდა. ჟურნალისტებმა კრისტოფ გალტიეც შეაწუხეს.
მწვრთნელმა აღნიშნა, შეიძლება ეს თამაში მაინც ვერ მოვიგოთ, მაგრამ რაკი ჩემს ფეხბურთელებს საკუთარი თავის ასეთი ძლიერი რწმენა აქვთ, ესე იგი შანსი მართლა გვქონიაო. პრინციპში ეს გასაკვირი არც არის, რადგან "მწვანეებს" უკვე 6 შეხვედრაა არ წაუგიათ, რისი წყალობითაც ისინი მე-5 ადგილზე გადაბარგდნენ. ამ გუნდების მატჩი ტურის უმთავრეს დაპირისპირებად არის მონათლული და სხვებზე მეტი ყურადღება მას ამიტომაც მივაპყრეთ.
"ლიონს" საკმაოდ რთული გასვლა ელის "ვალანსიენთან". მიზეზი კი ამას რამდენიმე აქვს. უპირველესად იმიტომ, რომ მასპინძელი გუნდი გასავარდნ ზონაშია და იმისთვის, რომ ზამთრის არდადეგებზე ცოტა უფრო ყინჩად დაიჭიროს თავი, 2011 წლის ბოლო შეხვედრის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს.
რემი გარდის კოლექტივს ნაცნობი პრობლემა აქვს: დამტვრეულია შეტევების ლიდერი ლისანდრო ლოპესი. არგენტინელი გუნდს იანვარშიღა დაუბრუნდება. გარდა საკადროსი, "ლიონს" სერიოზულ პრობლემებს უქადის საფრანგეთის ჩრდილოეთში მძვინვარე საშინელი ამინდებიც.
პირველადგილოსანი "მონპელიე" "ევიანს" ეწვევა, გუნდს რომელმაც ბოლო სამი საშინაო შეხვედრა მოიგო. ბერნარ კაზონის შეგირდებს ერთი უბედურება სჭირთ, ბოლო 13 მატჩია კარი მშრალად არ შეუნახავთ. ფრანგმა ჟურნალისტებმა მოსწრებულად აღნიშნეს, არეული დაცვა ნამდვილად არ არის ის წინაპირობა, რომლითაც შეგიძლია თავი დაიმშვიდო, როცა ჩემპიონატის ყველაზე შედეგიანი გუნდი და ბომბარდირთა დავის ლიდერი ფეხბურთელი გსტუმრობენო. შობისთვის "მონპელიეს" გულშემატკივრებისთვის უდიდესი საჩუქრის გაკეთება შეუძლია და ფეხბურთელებს ეს მშვენივრად ესმით.
გუშინ
ნანსი-მარსელი 1:3
გოლები: 0:1 ვალბუენა (19), 1:1 ლემაიტრი (37), 1:2 მბია (41), 1:3 ლუჩო გონსალესი (90)
დღეს
ოსერი-დიჟონი 22:00
ევიანი-მონპელიე 22:00
ლილი-ნიცა 22:00
ლორიანი-კანი 22:00
რენი-ბორდო 22:00
სოშო-აიაჩო 22:00
ტულუზი-ბრესტი 22:00
ვალანსიენი-ლიონი 22:00
სენტ ეტიენი-პარი სენჟერმენი 00:00
სატურნირო მდგომარეობა
თ მ გ წ ბ ქ
1. მონპელიე 18 11 4 3 37-19 37
2. პარი სენ-ჟერმენი 18 11 4 3 30-17 37
3. ლილი 18 9 8 1 29-15 35
4. ლიონი 18 11 2 5 31-20 35
5. მარსელი 19 8 7 4 27-18 31
6. სტ. ეტიენი 18 8 6 4 23-20 30
7. ტულუზი 18 8 6 4 20-17 30
8. რენი 18 8 5 5 28-23 29
9. ბორდო 18 5 8 5 20-21 23
10. ლორიანი 18 6 5 7 18-21 23
11. ბრესტი 18 3 11 4 19-19 20
12. ევიანი 18 4 7 7 23-27 19
13. კანი 18 5 4 9 24-29 19
14. ოსერი 18 4 6 8 24-28 18
15. ნანსი 19 4 6 9 17-26 18
16. სოშო 18 4 6 8 21-32 18
17. დიჟონი 18 5 3 10 18-33 18
18. ნიცა 18 4 5 9 17-19 17
19. ვალანსიენი 18 4 5 9 17-21 17
20. აიაჩო 18 2 6 10 18-36 12
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"