"პარიზიენმა" და "ეკიპმა" გუშინ ერთდროულად დაწერეს, რომ ფეხბურთელმა ფრანგულ გრანდთან შეთანხმებას უკვე მიაღწიაო. აღნიშნულ გამოცემებს ეტყობა ერთი წყარო ჰყავდათ, რადგან მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ოდნავადაც არ განსხვავდება.
ავტორიტეტული გამოცემების მტკიცებით, კონტრაქტს ხელი მომავალი წლის იანვარში მოეწერება, რისი წყალობითაც ფეხბურთელი თვეში 800 ათას ევროს მიიღებს და თანაც კლუბი მას საშემოსავლო გადასახადსაც გადაუხდის. თუკი ეს ამბავი სიმართლეა, გამოდის, რომ ვეტერანთან მოლაპარაკებებისთვის "ლურჯ-წითლებს" სრული 4 თვე დასჭირვებიათ. გარდა ხელფასისა,
გაუნაწილებს და სარეკლამო საქმიანობაში ჩართვისთვის კუთვნილ ჰონორარსაც ცალკე უანგარიშებს.
ფრანგ კოლეგებს არც ინგლისელები ჩამორჩნენ და გარკვეული დერტალები მათაც გაარკვიეს. მაშ ასე: "დეილი მეილის" ცნობით, პარიზული კლუბის წარმომადგენლები უახლოეს დღეებში შეუდგებიან დევიდის ვაჟების, 12 წლის ბრუკლინის, 9 წლის რომეოსა და 6 წლის კრუსისთვის მაღალი დონის ინგლისურენოვანი სკოლების ძებნას, რათა ბავშვებს სწავლა-განათლებაში ხელი არ შეეშალოთ. დევიდსა და ვიქტორიას მეოთხე შვილიც ჰყავთ, 4 თვის ქალიშვილი ჰარპერი.
პრესის ვერსია ერთია, მაგრამ ბექზის ტრანსფერს ჯერ შემდგარად არ მიიჩნევს კომპანია XIX Entertainment-ი, რომელიც ინგლისელის ინტერესებს იცავს. ფირმის წარმომადგენლები მოლაპარაკების ფაქტს ადასტურებენ, მაგრამ საზოგადოებას მოუწოდებენ, ნუ დაუჯერებენ გავრცელებულ ხმებს, რადგან კონტრაქტზე ხელი არ მოგვიწერია და ჯერ კიდევ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოსო. თუმცა არც გაზეთებს დაუწერიათ, ბექზმა ხელშეკრულება გააფორმაო, მათ ხალხს მხოლოდ შეთანხმების მიღწევა ახარეს.
"ფრანს ფუტბოლის" ინფორმაციით, პარიზულმა კლუბმა მორიგ ცენტრალურ თავდამსხმელს მიაპყრო მზერა. ლაპარაკია "ვალენსიისა" და ესპანეთის ნაკრების შემტევ რობერტო სოლდადოზე. ფრაგები მზად არიან, "ღამურებს" "ჯარისკაცში" (სოლდადო სწორედ ასე ითარგმნება) 30 მილიონი ევრო გადაუხადონ. მიმდინარე სეზონში რობერტომ 16 ტურში 11 გოლის გატანა შეძლო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"