"ფრანს პრესი": კომბუარე გაუშვეს!

AutoSharing Option
სააგენტო “ფრანს პრესის” მტკიცებით, “პარი სენ-ჟერმენის” სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ გუშინ გუნდის თავკაც ანტუან კომბუარეს აცნობა, რომ მას პოსტიდან უახლოეს ხანებში გაათავისუფლებენ.

მოსალოდნელია, რომ კლუბი ოფიცალურად განცხადებას დღეს გააკეთებს. ეს გასაკვირი სულაც არ არის, რადგან მუსიე ანტუანის შესაძლო გაშვებაზე სეზონის დაწყების შემდეგ საუბრობდნენ.

თუ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა, იმედია, “ლურჯ-წითლების” ახალი თავკაცის ვინაობას მალევე შევიტყობთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული