აქაც რასიზმი?

AutoSharing Option
17 დეკემბერს, ლიგა 1-ის მე-18 ტურში “ბრესტი”-“ოსერის” შეხვედრის 55-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა ალექს დიუპონმა სტუმართა მაროკოელი ნახევარმცველი კამელ შაფნი მინდვრიდან დაითხოვა, რადგან ის ზედმეტად აქტიურად ცდილობდა ხაზის არბიტრისთვის იმის დამტკიცებას, რომ მთავარმა მას ყვითელი ბარათი ტყუილად მისცა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ აფრიკელმა სენსაციური განცხადება გააკეთა, ასისტენტმა იოან პერომ ეთნიკურ ნიადაგზე შეურაცხყოფა მომაყენაო.

მისმა ნათქვამმა მცირე სკანდალიც გამოიწვია. პერო შაფნის ცილისწამებისთვის სასამართლოში ჩივილით დაემუქრა. “ოსერის” პრეზიდენტის ჟერარ ბურგუენის ინიციატივით შაფნიმ და პერომ ერთმანეთთან ტელეფონზე ილაპარაკეს. ისინი შერიგდნენ და ინციდენტი ამოწურულად გამოაცხადეს.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული