ანჩელოტი პსჟ-ში კვირაში 450 ათას ევროს მიიღებს

AutoSharing Option
52 წლის იტალიელი სპეციალისტი, კარლო ანჩელოტი "პარი სენ ჟერმენს" ანტუან კამბუარეს ნაცვლად ჩაუდგება სათავეში. ანჩელოტიმ პარიზული კლუბის ხელმძღვანელობასთან გარიგების უკანასკნელი დეტალებიც შეათანხმა. მხარეები ორნახევარწლიან კონტრაქტს გააფორმებენ და "ჩელსის" და "მილანის" ყოფილი თავკაცი მისი მიხედვით, თვეში 450 ათას ევროს მიიღებს.

ანჩელოტი ახალ სამუშაოს 1 იანვრიდან შეუდგება, კონტრაქტის გაფორმების შესახებ ოფიციალურად კი მიმდინარე კვირის ბოლოს განაცხადებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული