ანჩელოტი 2,5 წლით

AutoSharing Option
"ვიდრე ანჩელოტი მოვიდოდეს", სწორედ ასე შეიძლება დაერქვას "პარი სენ-ჟერმენის" ვებგვერდზე კლუბის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც წერია: "პსჟ-სა და გუნდის მთავარ მწვრთნელ ანტუან კომბუარეს სურთ, შექმნილ ვითარებაში მეტი სინათლე შეიტანონ. ამ ეტაპზე კლუბსა და თავკაცს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომელიც მალე დასრულდება. მხარეებს სწადიათ, ერთმანეთის ინტერესებს პატივი სცენ, რათა ვინმეს ინტერესები არ შეილახოს".

რასთან დაკავშირებით მიდის მოლაპარაკება, ამას კლუბი არ იუწყება. პრესსამსახურის წარმომადგენლები კი დამატებითი ინფორმაციის გაცემაზე უარს ამბობენ. მიუხედავად იმისა, რომ განცხადებაში კომბუარე მთავარ მწვრთნელადაა მოხსენიებული, ცხადია, რომ კვამლი უცეცხლოდ ვერ
იარსებებს. თუკი კლუბი მოქმედ თავკაცს მოხსნას არ უპირებს, ამის შესახებ განცხადებაში პირდაპირ იქნებოდა მითითებული. ამასობაში კი...

ამასობაში კი იტალიურმა გამოცემა "კორიერე დელო სპორტმა" კარლო ანჩელოტი "პარი სენ-ჟერმენის" მთავარ მწვრთნელად უკვე "დანიშნა".

მათი მტკიცებით, კლუბმა კარლეტოსთან უკვე მიაღწია შეთანხმებას 2,5-წლიან კონტრაქტზე და მალე მას ოფიციალურად წარადგენს. მსგავს ინფორმაციას აქვეყნებს "ეკიპიც". ფრანგები თავის მხრივ ამატებენ, რომ პარიზში იტალიელ სპეციალისტს ისეთივე ხელფასი ექნება, რამდენიც მას "ჩელსიში" მუშაობის დროს ჰქონდა - 6 მილიონი ევრო წელიწადში. ანჩელოტის ასისტენტი კი იქნება "მონაკოს", "ინტერის", "მარსელისა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი საბრი ლამუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული