როგორც გაირკვა, მხარეებმა შეთანხმებას რამდენიმე დღის წინ მიაღწიეს. მოსალოდნელია, რომ იტალიელი პარიზულ კლუბში 2.5 წელი იმუშავებს, ხოლო მისი ხელფასი წელიწადში 6 მილიონი ევრო იქნება.
გამომდინარე აქედან, ანჩელოტი საფრანგეთის ჩემპიონატში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება.
შეგახსენებთ, რომ ადრე პარიზული კლუბის სპორტული დირექტორი, ლეონარდო იტალიელ სპეციალისტთან მოლაპარაკების ფაქტს უარყოფდა.
მომზადებულია L’Equipe-ს მიხედვით