სკანდალის კვალდაკვალ

AutoSharing Option
ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციამ დაადგინა, რომ "აიაქსი"-"ალკმაარის" ჩაშლილ სათასო მატჩს გუნდები 19 იანვარს "ამსტერდამ არენაზე" ცარიელი ტრიბუნების წინ გადაითამაშებენ.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩის შეწყვეტის მომენტში ანგარიში 1:0 იყო "აიაქსის" სასარგებლოდ, თამაში 0:0-დან განახლდება.

გაოცებას სწორედ ეს ფაქტი იწვევს, რადგან "ალკმაარის" მთავარმა მწვრთნელმა გერტ ვერბეეკმა მოედანზე სიტუაციის დაძაბვის შემდეგ გუნდი მთავარი მსაჯის ნებართვის გარეშე გაიყვანა. მან მხოლოდ ანიშნა არბიტრს, რომ თამაშს აღარ გააგრძელებდა, ნებართვას კი მისგან აღარ დალოდებია.

ყვითელი ბარათები, რომლებიც ფეხბურთელებმა მატჩის შეწყვეტამდე მიიღეს ფედერაციამ გაუქმებულად გამოაცხადა. რაც მთავარია, ფედერაციამ პირდაპირ
მიუთითა, რომ მისი ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული