პაპა კარლოს ნამოწაფარი ჯო

AutoSharing Option
"ლილის" შემტევმა ნახევარმცველმა ჯო კოულმა ტალკსპორტ-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც მრავალ საინტერესო თემას შეეხო.

ქვემოთ ამ ინტერვიუდან ციტატებს შემოგთაზებთ: "საუკეთესო ფეხბურთი კარიერაში ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით ვითამაშე. ყველა მნიშვნელოვან ტიტულს სწორედ მის "ჩელსიში" შევწვდი.

მოურინიო უნიკალური სპეციალისტია. ჩემი ყველაზე მეტად სწორედ მას სჯეროდა, ალბათ უფრო მეტადაც კი, ვიდრე თავად მე. ტყუილად გაუშვეს ლონდონიდან. როცა პორტუგალიელს პირველად შევხვდი, მაშინვე მივხვდი, რომ ის ადრე თუ გვიან აუცილებლად მოგვაგებინებდა პრემიერლიგას.

ახლა მოუ "რეალშია" და თუკი ესპანეთის ჩემპიონობაც მოიგო, ეს მართლა უნიკალური მიღწევა იქნება. მეტსაც
ვიტყოდი, ის ყველა დროის უდიდესი სპეციალისტი გახდება. არადა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც მოხდება. მას ნამდვილად შეუძლია უძლეველ "ბარსელონას" ჩემპიონატში ღირსეული კონკურენცია გაუწიოს... "ჩელსიში" მწვრთნელებთან ურთიერთობის ძალიან ცუდი ტრადიცია ჩამოყალიბდა.

ისინი რატომღაც ძალიან შეეჩვივნენ დროზე ადრე ჩახმახის გამოკვრას. რამდენი წელი დასჭირდა ფერგიუსონს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" პირველი ტიტული მოეგო? სრული ხუთი წელიწადი. ეს იმის ნიშნავს, რომ მწვრთნელს წლები სჭირდება იმისთვის, რომ შედეგი აჩვენოს.

კარლო ანჩელოტი შესანიშნავი მწვრთნელია, თუმცა ლონდონში მას სწორედ დრო არ მისცეს. ვიცი, რომ გუნდიდან მისი გაშვების შემდეგ გასახდელში ფეხბურთელები ცრემლმორეულე¬ბი ისხდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ იტალიელი "პარი სენ-ჟერმენში" დიდ მწვერვალებს დაიპყრობს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული