აგენტი: ვფიქრობ, პატო მაინც პსჟ-ში გადავა

AutoSharing Option
ცნობილი საფეხბურთო აგენტი, ვლადო ბოროჟანი მიიჩნევს, რომ "მილანის" ბრაზილიელი ფორვარდი, ალეშანდრე პატო ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მაინც პსჟ-ში გადავა.

აგენტის აზრით, ბრაზილიელის გადაწყვეტილებაზე ის ფაქტი იმოქმედებს, რომ ცოტა ხნის წინ პარიზულ კლუბს სათავეში "როსონერის" ყოფილი თავკაცი კარლო ანჩელოტი ჩაუდგა.

"ვფიქრობ, რომ ტრანსფერი შედგება. მაქვს გრძნობა, რომ ყველაფერი ამისკენ მიდის. ანჩელოტი პატოს შესანიშნავად იცნობს, პსჟ კი ის კლუბია, რომელსაც წარმატების მიღწევა შეუძლია", - თქვა აგენტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული