ბლანი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლორან ბლანი, რომლის გუნდიც ევროპის ჩემპიონატზე თავისი ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა, ევრო 2012-ის შემდეგ ამჟამინდელ სამუშაოს დატოვებს.

ბლანი, რომლის კონტრაქტიც საკონტინენტო პირველობის დასრულებამდე მოქმედებს ერთ-ერთი ევროპული გრანდისგან ელის წინადადებას და ნაკრებში დარჩენას არ აპირებს.

ადრე ახალ კონტრაქტზე უარი თვითონ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ თქვა, რომელმაც არჩია ევრო 2012-ზე ეროვნული გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგებს დალოდებოდა, სანამ ბლანს ახალ კონტრაქტს შესთავაზებდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული