ანჩელოტი: "მილანთან" თამაში უცნაური იქნება

AutoSharing Option
პსჟ-ს ახალი მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი სადებიუტო მატჩს თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ გამართავს.

ამჟამად ანჩელოტი პარიზულ გუნდთან ერთად დუბაიში იმყოფება, სადაც პსჟ-ს საფრანგეთის ჩემპიონატის სეზონის მეორე ნაწილისთვის ამზადებს.

ამ მომზადების ფარგლებში პარიზელები "მილანს" დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტი როგორც ფეხბურთელი "მილანის" ღირსებას 5 წლის განმავლობაში იცავდა, ხოლო როგორც მწვრთნელი კლუბში 8 წელი გაატარა.

"მილანი" ის გუნდია, რომელიც ძალიან კარგად ვიცი. პსჟ-სთვის ეს კარგი ტესტი იქნება. ჩემთვის იტალიელებთან თამაში უცნაური იქნება, რადგან ამ გუნდთან ბევრი რამე მაკავაშირებს. იმედი მაქვს, რომ კარგს თამაშს
ვაჩვენებთ", - განაცხადა ანჩელოტიმ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული