იტალიელ სპეციალისტს "რეალის" ნახევარმცველის კაკასა და "მილანის" ფორვარდის ალეშანდრო პატოს გადაბირება სურს.
პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა ანჩელოტის თხოვნის შესრულებას აპირებს და "მილანის" ყოფილ თავკაცს საჭირო თანხას გამოუყოფს.
როგორც გაირკვა, ფრანგებს კაკას სანაცვლოდ 23.5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ, ხოლო პატოს შესაძენად 38 მილიონი დასჭირდებათ.
მიმდინარე სეზონში პატომ ყველა ტურნირში ცხრა მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა, ხოლო კაკამ 16 შეხვედრაში ითამაშა და მეტოქის კარი ოთხჯერ აიღო.
მომზადებულია AFP-ის მიხედვით