რონალდომ პსჟ-ში ივარჯიშა

AutoSharing Option
გუშინ კა დე ლოჟში რონალდო შეამჩნიეს. განვმარტავთ: კა დე ლოჟში ფრანგული "პარი სენ ჟერმენის" საწვრთნელი ბაზაა, რონალდო კი, მოგეხსენებათ, ყოფილი ბრაზილიელი ფორვარდია.

რონალდომ პსჟ-ს მაისურა გადაიცვა და სხვებთან ერთად ივარჯიშა კიდევაც. თუმცა სენსაციურ დაბრუნებასთან არ გვაქვს საქმე - ბრაზილიელი შვეიცარიაში ფიფას გალა-დაჯილდოებაზე იმყოფებოდა და იქიდან პარიზში ყოფილ მეგობრებთან, კლოდ მაკელელესთან და ლეონარდოსთან შეიარა.

შეგახსენებთ, რომ ლეონარდო, რომელიც რონალდოს თანაგუნდელი იყო ბრაზილიის ნაკრებში, პარიზული გრანდის სპორტული დირექტორია, ხოლო მაკელელე ახლახან დანიშნული მთავარი მწვრთნელის, იტალიელი კარლო ანჩელოტის ასისტენტია.

"მოხარული ვარ, რომ მაკელელე
ვნახე, მის პირველივე ზარს დადებითად გამოვეხმაურე და ახლა აქ ვარ", - განუცხადა ბრაზილიელმა ფრანგულ მედიას. შეგახსენებთ, რომ ორშაბათს სწორედ რონალდომ გადასცა ლიონელ მესის წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი "ოქროს ბურთი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული