მაქსველი უკვე ეიფელთან პოზირებს

AutoSharing Option
გუშინ "პარი სენ ჟერმენმა" მედიას ახალი შენაძენი წარუდგინა: "ბარსელონას" აწ უკვე ყოფილი მცველი, ბრაზილიელი მაქსველი.

პრესკონფერენციაზე მედიას მაქსველი სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ წარუდგინა, რომელიც, მოგეხსენებათ, ფეხბურთელის თანამემამულეა.

30 წლის ბრაზილიელმა 3,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა "პარი სენ ჟერმენთან". ლეონარდომ შემდეგი თქვა: "მაქსველის თამაში ყოველთვის მომწონდა, იტალიაშიც და ესპანეთშიც.

ჩვენ მოხარული ვართ, რომ მაქსველმა "პარი სენ ჟერმენი" არჩია". ესპანური მედიის ინფორმაციით, პსჟ-მ მაქსველში 3,5 მილიონი ევრო გადაიხადა. მაქსველი 2009 წლიდან თამაშობდა "ბარსაში", სადაც მილანის "ინტერიდან" გადავიდა, თუმცა სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა უჭირდა.

ამასობაში, პარიზულ კლუბთან
დაახლოებულმა წყარომ განაცხადა, რომ პრაქტიკულად გადაწყვეტილია კიდევ ერთი ტრანსფერის ამბავი, რომელიც უფრო ხმაურიანი იქნება - "მილანი" ბრაზილიელი ფორვარდი ალეშანდრე პატო კარლო ანჩელოტის გუნდში გადავა. 22 წლის ბრაზილიელი წელიწადში 6-7 მილიონ ევროს მიიღებს. პსჟ-ს გამზადებული აქვს 3,5-წლიანი კონტრაქტი, ფრანგები 28 მილიონ ევროს იხდიან. წესით და რიგით, წერტილი საქმეს დღეს დაესმება.

მაგრამ არის საპირისპირო ცნობაც - თავად პატო აცხადებს, რომ "მილანში" რჩება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული