კარლოს ტევესმა პსჟ-ს 10 მილიონიან ხელფასზე ხელი უკრა

AutoSharing Option
ფრანგულმა "პარი სენ-ჟერმენმა", რომელმაც "მილანის" ბრაზილიელ ფორვარდ ალეშანდრე პატოსთან მოლაპარაკებებით საწადელი ვერ აისრულა, ამჯერად მზერა 27 წლის არგენტინელ თავდამსხმელ კარლოს ტევესს მიაპყრო.

"მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელზე, უკვე კარგა ხანია, "მილანი" და "ინტერი" ჭიდაობენ, თუმცა ფრანგული მედიის ინფორმაციით, პსჟ იტალიელთა წინადადებების დაჩრდილვას ტევესისთვის წელიწადში 10 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასის შეთავაზებით აპირებს.

თავის მხრივ, ბრიტანულმა გაზეთებმა უკვე გაავრცელეს ტევესის კომენტარი, სადაც არგენტინელი აცხადებს, რომ პარიზულ კლუბში თამაში არანაირ ფასად სურს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული