კარლო ანჩელოტი: შესაძლოა, ივნისში პსჟ კაკათი გაძლიერდეს

AutoSharing Option
პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მადრიდის "რეალის" ნახევარმცველ კაკას გადაბირებაზე ფიქრს აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ანჩელოტის ხელმძღვანელობით იტალიურ "მილანში" თამაშობდა.

"კაკა ივნისში შესაძლოა, პსჟ-ში გადავიდეს. არაა გამორიცხული, რომ "რეალმა" მას კლუბის დატოვების უფლება მისცეს", - განაცხადა ამასთან დაკავშირებით ანჩელოტიმ.

აღსანიშნავია, რომ ყოველი სეზონის დაწყების წინ ესპანეთში აქტიურად ბჭობენ იმის შესახებ, რომ კაკა "რეალს" დატოვებს. თუმცა ბრაზიელიელი ყოველთვის ამბობს, რომ სურს "რეალს" თავისი საჭიროება დაუმტკიცოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული