შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ანჩელოტის ხელმძღვანელობით იტალიურ "მილანში" თამაშობდა.
"კაკა ივნისში შესაძლოა, პსჟ-ში გადავიდეს. არაა გამორიცხული, რომ "რეალმა" მას კლუბის დატოვების უფლება მისცეს", - განაცხადა ამასთან დაკავშირებით ანჩელოტიმ.
აღსანიშნავია, რომ ყოველი სეზონის დაწყების წინ ესპანეთში აქტიურად ბჭობენ იმის შესახებ, რომ კაკა "რეალს" დატოვებს. თუმცა ბრაზიელიელი ყოველთვის ამბობს, რომ სურს "რეალს" თავისი საჭიროება დაუმტკიცოს.