პსჟ "რეალს" კაკაზე გაურიგდა?

AutoSharing Option
რამდენად სარწმუნოა ვერ გეტყვით, მაგრამ იტალიური "გაძეტა დელო სპორტი" იუწყება, რომ ფრანგულმა "პარი სენ ჟერმენმა" "რეალთან"  კომპრომისს მიაღწია ბრაზილიელი კაკას ტრანსფერის თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტის მთავარი სამიზნე სწორედ კაკაა, რომელთანაც მწვრთნელს "მილანში" უმუშავია. იტალიური გაზეთი ამტკიცებს, რომ ორივე კლუბი შეთანხმდა სავარაუდო თანხაზე - 25 მილიონ ევროზე. ახლა ჯერი კაკას დაყოლიებაზეა და მასთან პირადი კონტრაქტის შეთანხმებაზეა. 29 წლის კაკამ იმ დონეზე ვერაფრით ითამაშა მადრიდში, როგორც 2009 წლის ტრანსფერამდე "მილანში" ირჯებოდა. ამის მიზეზი ნაწილობრივ ბრაზილიელის გაუთავებელი ტრავმებია.

პსჟ-ს სპორტული დირექტორი ლეონარდო
ამჟამად ევროპაში ყველაზე საქმიანი მენეჯერია, ის მუდამ ძიებაშია, ცდილობს პარიზული კლუბი კიდევ უფრო გააძლიეროს. ახლახანს პსჟ-მ "ბარსელონადან" ბრაზილიელი მცველი მაქსველი (3,5 მილიონი ევრო) გადაიბირა, მაგრამ "მილანიდან" ალეშანდრე პატო ვერ წაიყვანა.

დაველოდოთ, რა რეაქცია მოყვება ამ ინფორმაციას მადრიდული კლუბის ბანაკიდან, სადაც ბევრჯერ დაუდასტურებიათ, რომ კაკას გაყიდვას არ აპირებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული