კაცი, რომელიც "ლივერპულზე" ოცნებობდა

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონმა "ლილმა" დაადასტურა, რომ ფორვარდ მუსა სოვს თურქულ "ფენერბაჰჩეში" ყიდის. პირველად ამის შესახებ თურქულმა მხარემ განაცხადა, მუსა სოვის სანაცვლოდ ისინი 10 მილიონ ევროს (რომელსაც, შეიძლება, 3 მილიონის ბონუსები დაემატოს) გაიღებენ. მაგრამ რამდენიმე დღის განმავლობაში ეს ინფორმაცია ფრანგებს არ დაუდასტურებიათ.

აი, რა თქვა "ლილის" პრეზიდენტმა მიშელ სეიდუმ: "ჩვენ გავაფორმეთ შეთანხმება, რომ შევთანხმდებით. ტრანსფერის დასრულებამდე რამდენიმე დეტალი დარჩა გასარკვევი. სხვათა შორის, გაზეთებში ნახსენები დეტალები სინამდვილეს ნაკლებად შეეფერება. თუმცა იმის ალბათობა, რომ ტრანსფერი ჩაიშალოს, მინიმალურია".

26 წლის მუსა სოვი ახლა აფრიკის ერთა
თასზეა, სადაც სენეგალის ნაკრებს ეხმარება. სულ რამდენიმე დღის წინ დაიბეჭდა მასთან ინტერვიუ, სადაც აფრიკელი ამტკიცებდა, რომ მისი ოცნების გუნდი "ლივერპულია".

სოვი 2010 წლიდან "ლილშია". მან ლომის წილი დაიდო გუნდის გაჩემპიონებაში - 2010/11 წლების სეზონის ლიგა 1-ის ბომბარდირი გახდა 25 გოლით. სხვათა შორის, ის საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილია და საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებშიც უთამაშია, მაგრამ საბოლოდ ისტორიული სამშობლოს სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული