ამჯერად დედაქალაქელებს “ბრესტთან” სტუმრად თამაში უწევთ, გუნდთან, რომელიც წელს უფრო მეტად ფრეებით გამოირჩევა, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ჯერ შინ თამაში არ წაუგია. მის ანგარიშზეა 10 თამაში, 4 მოგება და 6 ფრე. საშინაო შეხვედრებში დაუმარცხებელი გუნდი ლიგას კიდევ ერთი ჰყავს - “რენი”.
პსჟ-ს “სტად ფრანსის ლე ბლეზე” ბოლო ექვსი
ერთი სიტყვით, ამ გუნდისთვის შიდა ასპარეზზე წელს შეუსრულებელი მისია არ არსებობს.
“მიმდინარე სეზონში მათ სახლში თამაში არ წაუგიათ, ასე რომ, გვესმის, რას უნდა ველოდოთ მათგან. ჩვენ ისეთ გუნდთან გვიწევს შეხვედრა, რომლის გატეხა ძალიან ძნელია, რომელიც შეეცდება აქეთ გამოგვიჭიროს. აუცილებელია, რომ ბურთს სათანადოდ გავუფრთხილდეთ, დავიცვათ ბალანსი და ჩვენი შანსები მაქსიმალურად გამოვიყენოთ,” - აცხადებს 24 წლის ნახევარმცველი კლემან შანტომი.
მიმდინარე სეზონში პარიზელებმა გასვლაზე ერთადერთი მატჩი წააგეს, ისიც ყველაზე პრინციპულ მეტოქე “მარსელთან” (3:0). ამ შედეგით ისინი საუკეთესოები არიან მთელ ლიგაში. მათსავით 18 ქულა სტუმრად მხოლოდ “რენს” აქვს მოპოვებული. “ველოდრომის” კატასტროფის შემდეგ პსჟ-მა ევროპის ლიგაშიც დათმო “ზალცბურგთან” (2:0) და მას მერე 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, აქედან 5 გუნდმა ჩემპიონატში გამართა.
კარლეტოს შეგირდებისთვის ყველაფერი რიგზე იქნებოდა რომ არა ხავიერ პასტორეს დასანანი ტრავმა. კუნთის გაწყვეტის შემდეგ მას სამი კვირით მოუწევს დასვენება.
საფრანგეთი. ლიგა 1. XXI ტური
დღეს:
ოსერი-ნანსი 22:00
ბრესტი-პსჟ 22:00
ლორიანი-სოშო 22:00
ლიონი-დიჟონი 22:00
ნიცა-მონპელიე 22:00
ტულუზი-კანი 22:00
ლილი-სტ. ეტიენი 00:00
ხვალ:
ევიანი-ბორდო 20:00
ვალანსიენი-აიაჩო 20:00
რენი-მარსელი 00:00
სატურნირო ცხრილი
1. პსჟ 20 13 4 3 34-18 43
2. მონპელიე 20 12 4 4 40-23 40
3. ლილი 20 9 9 2 33-21 36
4. ლიონი 20 11 2 7 31-22 35
5. რენი 20 10 5 5 31-23 35
6. მარსელი 20 9 7 4 29-18 34
7. სტ. ეტიენი 20 9 6 5 24-21 33
8. ტულუზი 20 8 7 5 21-20 31
9. ბორდო 20 6 8 6 22-23 26
10. ლორიანი 20 6 7 7 20-23 25
11. ბრესტი 20 4 12 4 20-19 24
12. ევიანი 20 5 7 8 28-32 22
13. დიჟონი 20 6 4 10 23-36 22
14. ვალანსიენი 20 5 5 10 19-23 20
15. კანი 20 5 5 10 24-31 20
16. ოსერი 20 4 7 9 27-32 19
17. ნანსი 20 4 7 9 19-28 19
18. ნიცა 20 4 6 10 21-24 18
19. სოშო 20 4 6 10 21-35 18
20. აიაჩო 20 4 6 10 22-37 18
ბომბარდირები
14 - ოლივიე ჟირუ (მონპელიე), 9-9 - ლოიკ რემი (მარსელი), კევინ გამეირო (პარი სენ-ჟერმენი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"