ედენ აზარმა ინგლისი ამჯობინა

AutoSharing Option
"ლილის" ბელგიელმა ტალანტმა, 21 წლის ედენ აზარმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "ლილი" უნდა დატოვოს და სათამაშოდ ინგლისს მიაშუროს.

აზარის აგენტი ადასტურებს, რომ საფრანგეთის ჩემპიონმა მას სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების უფლება მისცა. ფეხბურთელის ნებიდან გამომდინარე ის მხოლოდ პრემიერლიგის გრანდებთან განაგრძობს ურთიერთობას. აზარის შეძენა სურთ "მანჩესტერ იუნაიტედს", "ჩელსის", "მანჩესტერ სიტისა" და "არსენალს".

ინგლისური პრესა ფავორიტად "ჩელსის" მიიჩნევს. "ლილის" დატოვება იანვარშივე შემეძლო, მაგრამ ეს არ გავაკეთე. ივნისში კი საფრანგეთიდან აუცილებლად წავალ მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტს "პარი სენ-ჟერმენიც" მთავაზობს. პრემიერლიგა ჩემი პირადი არჩევანია.
მიმაჩნია, რომ იქაური სტილი ჩემსას ყველაზე მეტად შეეფერება," - აცხადებს ბელგიელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული