საფრანგეთში შესაძლოა ლიგა 1-ის ტური ჩაიშალოს

AutoSharing Option
ზამთარმა საფრანგეთშიც ჩააღწია, თანაც ისე, რომ ადგილობრივი ჩემპიონატის ყველა მატჩის ჩატარება საფრთხის წინაშე დააყენა.

სერია A-ს შემდეგ თოვლის სახით მოსული უხვი ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო შესაძლოა ლიგა 1-იც დაზარალდეს.

გამომდინარე აქედან, საფრანგეთის ჩემპიონატის ხელმძღვანლობამ 22-ტურის მატჩების მასპინძელ ქალაქებში სპეციალური კომისიები გაგზავნა. მათი მთავარი მიზანი მოედნების შემოწმება იქნება.

გამონაკლისი არ იქნება და შესაძლოა უამინდობის გამო ყველა მატჩი ჩაიშალოს. ხელოვნური საფრის მიუხედავად, რომელიც "სენტ-ეტიენის", "დიჟონეს", "კანისა" და "ნანსის" სტადიონებზეა დაგებული, შესაძლოა შეხვედრები აქაც გადაიდოს.

მატჩების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება ახლო მომავალში გაცხადდება.

მომზადებულია Lequipe-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული