სერია A-ს შემდეგ თოვლის სახით მოსული უხვი ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო შესაძლოა ლიგა 1-იც დაზარალდეს.
გამომდინარე აქედან, საფრანგეთის ჩემპიონატის ხელმძღვანლობამ 22-ტურის მატჩების მასპინძელ ქალაქებში სპეციალური კომისიები გაგზავნა. მათი მთავარი მიზანი მოედნების შემოწმება იქნება.
გამონაკლისი არ იქნება და შესაძლოა უამინდობის გამო ყველა მატჩი ჩაიშალოს. ხელოვნური საფრის მიუხედავად, რომელიც "სენტ-ეტიენის", "დიჟონეს", "კანისა" და "ნანსის" სტადიონებზეა დაგებული, შესაძლოა შეხვედრები აქაც გადაიდოს.
მატჩების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება ახლო მომავალში გაცხადდება.