ლორან ბლანი საფრანგეთის ნაკრების თავკაცის პოსტს ევრო 2012-ის შემდეგ დატოვებს

AutoSharing Option
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრემ გადაწყვიტა ქვეყნის ეროვნული ნაკრების თავკაც ლორან ბლანს კონტრაქტი არ გაუგრძელოს.

სპეციალისტს კონტრაქტი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ეწურება.

აღსანიშნავია, რომ ფრანგებმა ნაკრების ახალი ხელმძღვანელი ძებნა უკვე დაიწყეს. ლე გრე სამ ძირითად კანდიდატურას განიხილავს.

მის სიაში "არსენალის" თავკაცი არსენ ვენგერი, ომანის ნაკრების მთავარი მწვრთნელი პოლ ლე გუენი და "მარსელის" ხელმძღვანელი დიდიე დეშამი არიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული