საფრანგეთში ყინვების გამო კიდევ ერთი მატჩი გადაიდო. შეგახსენებთ, რომ შაბათს შეხვედრის მე-9 წუთზე "სენტ-ეტინი"-"ლორიანის" დაპირისპირება დაბალი ტემპერატურის გამო შეჩერდა. ტემპერატურამ მინუს ცხრამდე დაიწია.
იგივე ბედი ეწია "კანი"-"ოსერის" მატჩს, რომელიც კვირას უნდა გამართულიყო, თუმცა გარკვეული დროით გადაიდო.
ამის შესახებ ცნობას, საფრანგეთის ჩემპიონატის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.