ფრანგების 55 % სურს, ლორან ბლანი ნაკრებში დარჩეს

AutoSharing Option
ფრანგულმა კვლევითმა ცენტრმა Harris Interactive-მ საფრანგეთის ფეხბურთის ნაკრების თემასთან დაკავშირებით 2211 ფრანგი გამოკითხა.

ფრანგებს ეკითხებოდნენ სურთ თუ არა მათ ევრო-2012-ის დასრულების შემდეგ ეროვნული გუნდის მთავარი თანამდებობა ისევ ლორან ბლანს ეკავოს.

34 %-მა უპასუხა, რომ ევრო-2012-ზე ნაჩვენები შედეგის მიუხედავად ბლანის ნაკრებში დარჩენა სურთ.

6 %-ის ნებაა, რომ ბლანი დაუყონებლივ წავიდეს, ხოლო 26 % მომხრეა, სპეციალისტმა ნაკრები ევრო-2012-ის შემდეგ დატოვოს.

გარდა ამისა, დასმულ კითხვაზე "გსურთ თუ არა, რომ ლორან ბლანმა ნაკრები ახლავე დატოვოს?" 55 %-მა უპასუხა, რომ საფრანგეთის ნაკრების ამჟამინდელი თავკაცის ეროვნულ
გუნდში დარჩენა სურთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული