"დამსაჯეს და დუბლებში გამიშვეს. გოლებს იტან, კლუბისთვის სარებლობის მოტანას ცდილობ, შემდეგ კი უცბათ ყველაფერი იცვლება და უმოწყალოდ გექცევიან.
გადაწყვეტილება უნდა მიიღო და არაფერზე ინაღვლო, ფეხბურთში ხომ მეგობრობა არ არსებობს. სამწუხაროა, მაგრამ ასეა.
ჩემი კარიერა შესაძლოა უკეთესადაც წარმართულიყო, მაგრამ იმითაც კმაყოფილი ვარ, რასაც მივაღწიე. როდესაც სამშობლოში ვბრუნდები, ვხედავ, რომ ჩემით ამაყობენ. მათ იციან, რომ არასდროს დავნებებულვარ", - განაცხადა ანელკამ.