ასე იყო წინა ტურშიც, როცა სამი მატჩი ვერ ჩატარდა. ფედერაციის გადაწყვეტილებით, “სტ. ეტიენი”-“ლორიანი”, “კანი”-“ოსერი” და “სოშო”-“ლილი” 22 თებერვალს გაიმართება.
სამწუხაროდ წინდაწინ გაირკვა, რომ 11 თებერვალს არ შედგება “ევიანი”-“მარსელის” შეხვედრაც. სინოპტიკოსების პროგნოზით, ხვალ ევიანში +7 გრადუსია მოსალოდნელი.
კლუბები მოილაპარაკეს, რომ შედგებოდა თუ არა თამაში, დღეს დილისთვის უნდა გადაეწყვიტათ. უკიდურეს შემთხვევაში თამაში 19 თებერვალს გაიმართება.
ჰო, რაც
* * *
“პარი სენ-ჟერმენს” იმედი აქვს, რომ ხვალინდელ შეხვედრაში “ნიცასთან” მატჩის ბედი მინდორზე გადაწყდება და არა ყინულზე. პირველად 1994 წლის შემდეგ ყოველი ტური დედაქალაქელებს ოქროს მედლებთან აახლოებს, რაც, ბუნებრივია, გუნდში დადებით განწყობას აძლიერებს.
კარლო ანჩელოტის მოსვლის შემდეგ ფეხბურთელებმა საკუთარი ძალების უფრო მეტად ირწმუნეს. წინა ტურში “ევიანთან” 3:1 გამარჯვებას დამაჯერებელი ნამდვილად არ ერქვა, მაგრამ მშვენიერია, როცა გუნდი ცუდი თამაშითაც კი ახერხებს 3 ქულის აღებას. რა მოხდება, როცა “ლურჯ-წითლები” ფორმაში შევლენ და ხავიერ პასტორეც დაბრუნდება, ამაზე პსჟ-ის მეტოქეებმა ინერვიულონ.
“ევიანთან” რთულ შეხვედრაში კარგ შედეგს მივაღწიეთ. მასპინძლებმა შეძლეს ბურთის გაკონტროლება, რამაც ჩვენ გარკვეული პრობლემები შეგვიქმნა. მიუხედავად ამისა, დასახულ მიზანს მაინც მივაღწიეთ. მეორე ტაიმში ნამდვილად უკეთ ვითამაშეთ, რადგან უფრო მეტად ვიყავით კონცენტრირებულები. ეს არის ის, რითაც ყველაზე მეტად დავრჩი კმაყოფილი”, - თქვა ანჩელოტიმ.
“სტად დუ რეიზე” რთული მატჩი გველის, რადგან “ნიცა” გასავარდნ ზონაშია და ყოველი ქულა ჰაერივით სჭირდება. აუცილებელია მთელი გუნდი კონცენტრირებული იყოს. მინდორზე ერთადერთი მიზნისთვის უნდა გამოვიდეთ - ვითამაშოთ უკეთ ვიდრე წინა შეხვედრებში.
მივაღწევთ თუ არა სასურველ შედეგს ეს შეკითხვა წამითაც არავის უნდა გაუჩნდეს,” - განაცხადა მატიო ბოდმერმა.
ბოდმერი მართალია, პსჟ-ს რთული შეხვედრა ელის, თუნდაც იმიტომ, რომ გუნდმა 19-დან 16 ქულა სწორედ “სტად დუ რეიზე” აიღო.
საფრანგეთი. ლიგა 1. XXIII ტური
დღეს:
ოსერი-ლორიანი 18:00
ლიონი-კანი 18:00
მონპელიე-აიაჩო 18:00
ვალანსიენი-ნანსი 18:00
ბრესტი-დიჟონი 22:00
რენი-სოშო 00:00
ევიანი-მარსელი გადაიდო
ხვალ:
ლილი-ბორდო 18:00
ნიცა-პსჟ 20:00
ტულუზი-სტ. ეტიენი 00:00
სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. პსჟ 22 15 4 3 38-19 49
2. მონპელიე 22 14 4 4 42-23 46
3. ლილი 21 10 9 2 36-21 39
4. ლიონი 22 12 3 7 36-25 39
5. მარსელი 22 10 8 4 33-21 38
6. რენი 22 10 6 6 32-25 36
7. ტულუზი 22 9 7 6 22-22 34
8. სტ. ეტიენი 21 9 6 6 24-24 33
9. ბორდო 22 7 9 6 24-23 30
10. ლორიანი 21 6 8 7 21-24 26
11. ბრესტი 22 4 12 6 20-21 24
12. ვალანსიენი 22 6 5 11 22-26 23
13. ევიანი 22 5 8 9 29-35 23
14. ნანსი 22 5 8 9 22-29 23
15. აიაჩო 22 5 7 10 25-39 22
16. დიჟონი 22 6 4 12 25-41 22
17. კანი 21 5 5 11 24-32 20
18. ნიცა 22 4 7 11 22-26 19
19. ოსერი 21 4 7 10 28-35 19
20. სოშო 21 4 7 10 22-36 19
ბომბარდირები
15 - ოლივიე ჟირუ (მონპელიე), 11 - ნენე (პარი სენ-ჟერმენი), 10 - კევინ გამეირო (პარი სენ-ჟერმენი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"